ნოლეს ახალი რეკორდი

ჩინეთის ქალაქ შანხაიში გრძელდება ATP -ის საჩოგბურთო მასტერსი. მესამე რაუნდის მატჩში ნოვაკ ჯოკოვიჩმა 6:1 6:2 გაანადგურა ფლავიო კობოლი და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

22 წლის იტალიელთან მოპოვებულმა იოლმა გამარჯვებამ ნოვაკს საშუალება მისცა, ATP -ის ახალი რეკორდი დაემყარებინა და გადაესწრო ლეგენდარული რაფაელ ნადალისთვის.

ჯოკოვიჩს საჩოგბურთო მასტერსებზე ჩატარებული მატჩების 82,02% აქვს მოგებული (406 მოგებული მატჩი, 89 წაგებული), რაც ამ მომენტისთვის საუკეთესო შედეგია.

წინა რეკორდი რაფაელ ნადალს ეკუთვნოდა, რომელმაც 1000-იანთა კატეგორიის ტურნირებზე ჩატარებული მატჩების ზუსტად 82% მოიგო (410 მოგებული მატჩი, 90 წაგებული).

შეგახსენებთ, რომ ანალიტიკური სამსახური OPTA ამ სტატისტიკას 1990 წლიდან ითვლის. სწორედ 34 წლის წინათ დაინერგა მასტერსების „სისტემა“ ATP TOUR -ზე.

ამ სტატისტიკაში რომ ჩოგბურთელი ფიგურირებდეს, მას მასტერსებზე მინიმუმ 10 მატჩი მაინც უნდა ჰქონდეს ჩატარებული.