ნეპალში 50 გარდაცვლილი მთასვლელის გვამი იპოვეს
ნეპალის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში (Rasuwa) სტიქიის შემოტევის შედეგად გადრაცვლილი 50 მთასვლელის გვამი იპოვეს, რომელთა შორისაც არიან უცხოეთის მოქალაქეებიც. როგორც ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი ვინმე პრავინ პოხარელა აცხადებს, გარდაცვლილი პირების ამოცნობის პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა. ,,ნისლის და ძლიერი წვიმის გამო, აღნიშნულ ტერიტორიამდე მიღწევა აქამდე ვერ შევძელით, სამწუხაროდ ქვეყნის ჩდილოეთ ნაწილში უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების რიცხვი 200-ზე მეტს შეადგენს” – განუცხადა ჟურნალისტებს, ადგილობრილი ხელისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა უდხავ ბატარაიმ. დამანგრეველი მიწისძვრა ნეპალში 25 აპრილს მოხდა. სტიქიამ შვიდიათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათასზე მეტი პიროვნება უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო სხეულის სხვადასხვა მძიმდე დაზიანება კი თხუტმეტმა ათასმა მოქალაქემ მიიღო.