მოსკოვში ევგენი პრიმაკოვი გარდაიცვალა

evgeni

მოსკოვში 26 ივნისს, 86 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, რუსეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ევგენი პრიმაკოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას გარდაცვლილი პოლიტიკოსის შვილიშვილზე დაყდრნობით, სააგენტო ,,Интерфакс”-ი ავრცელებს. ,,რუსეთის პრეზიდენტს დღეს დილით მოახსენეს, რომ ევგენი პრიმაკოვი გარდაიცვალა. ვლადიმერ პუტინმა ღრმა მწუხარება გამოთქვა მოხუცი პოლიტიკოსის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ახლობლებს მიუსამძიმრა. ის იყო საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, მასწავლებელი, პოლიტიკოსი, რომელმაც რუსული პოლიტიკის რთულ გზაზე წარუშლელი კვალი დატოვა” – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. ევგენი პრიმაკოვი 1991-96 წლებში რუსეთის ფედერაციის შიგა დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა, შემდგომი ორი წელი კი ის ქვეყნის პირველი დიპლომატის სავარძელს იკავებდა. 1998-99 წლებში მთავრობის მეთაური, ხოლო 2001 წლიდან 2011 წლამდე სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი გახლდათ.