მიხეილ ულიანოვი: „რუსეთს ყირიმში ბირთვული იარაღის განთავსების სრული უფლება აქვს“

რუს

როგორც სააგენტო РИА «Новости»-სთან ინტერვიუს დროს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორი მიხეილ ულიანოვი აცხადებს, რუსულ მხარეს ყირიმში, ბირთვული იარაღის განთავსების სრული უფლება აქვს. ,,რათქმაუნდა რუსეთის ფედერაციას, ყირიმში ბირთვული იარაღის განთავსების სრული უფლება აქვს. ეს ქვეყნის ტერიტორიაა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, სადაც საჭიროდ მიიჩნევა, იქ განვათავსებთ. მითუმეტეს ყირიმში, ეს ხომ ქვეყნის კარიბჭეა და სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ამერიკული მხარის ბრალდება სასაცილოა. ამერიკელები ცდილობენ საკუთარი ბირთვული არსენალი, ბელგიის, გერმანიის, იტალიის, ჰოლანდიის და თურქეთის ტერიტორიებზე განათავსონ, მაშინ როდესაც აღნიშნულ ქვეყნებს ამერიკის იურიდიულ ტერიტორიებთან არაფერი აკავშირებთ“ – აცხადებს ულიანოვი.