მიხეილ სააკაშვილი: „უკრაინას ბნელი „სახელისუფლებო ბალი“ მართავს“

12006277_904463552981191_8425645889678423912_n

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინას ლეგალური ხელისუფლების და სახელმწიფო სტრუქტურების ნაცვლად, ბნელი სახელისუფლებო ბალი მართავს. ,,რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩვენ ამჟამად ბნელი პარალელური ხელისუფლება გვყავს, რომელიც ქვეყანას კულუარებიდან მართავს. ქვეყანა სააქციო საზოგადოებას დაემსგავსა და სადღაც მეორე ოთახიდან მიღებული დირექტივებით ქვეყანა უფრსკულის პირას მიიყვანეს. უკრაინის ,,სააქციო საზოგადოებას” და არა ქვეყანას, მართავს რამოდენიმე ოლიგარქი, რომლებიც აღნიშნულ ,,კორპორაციაში” აქციების საკონტროლო პაკეტს კბილებით ებღაუჭებიან და ქვეყანას, როგორც წარმოებას ისე მართავენ. შედეგად ქვეყანას პარალელური ბნელი სისტემა მართავს, ეს სისტემაც კრიზისს განიცდის, უკრაინა კრიზისს განიცდის, სახელმწიფო სამსახურები და სრულიად ეკონომიკური ღერძი კრიზისს განიცდის და თქვენ მეკითხებით სად ვართ?? სად ვართ და ბნელეთში! უკრაინის ეკონომიკა აფრიკული ქვეყნის, გაბონის დონეზეა” – ხაზგასმით აღნიშნა სააკაშვილმა. ინფორმაციას სააგენტო «Интерфакс-Украина» ავრცელებს.