მექსიკის ხელისუფლება ხოაკინ გუსმანის დაკავების სანაცვლოდ 4 მილიონს გადაიხდის
მექსიკის ხელისუფლება მზადაა, ციხიდან გაქცეული ნარკო ბარონის, ხოაკინ გუსმან ელ-ჩაპოს დაკავებისათვის 4 მილიონი დოლარი გადაიხადოს. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო ТАСС-ი ავრცელებს. ,,რადგან საუბარია ისეთ საშიშ ადამიანზე, როგორიცაა ხოაკინ გუსმანი, ჩვენ მზად ვართ ინფორმაციის მოწოდებისათვის 4 მილიონი დოლარი გადავიხადოთ. მან ორჯერ შეძლო ციხიდან გაქცევა. გუსმანმა ფაქტობრივად შექმნა ნარკო იმპერია, რომელიც ბინძური ფულის კეთების მანქანად აქცია” – სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა არელი გომესმა. მისივე თქმით ,,თანხა რომელიც გუსმანის დასაკავებლად, ქვეყნის ხელისუფლებამ გამოყო, მხოლოდ და მხოლოდ ძირფესვიანი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში გაიცემა”. ალტიპლანოს მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან, გუსმანის გაქცევას, პენიდენციალური სისტემის 49 თანამშრომლის დაკავება მოჰყვა, რომელთა შორის ციხის დირექტორი ვალენტის კარდენას ლერმა, დარაჯები, ადმინისტრაციული პერსონალი და დაცვის წვერები არიან. ნარკორატელ ,,სინალოას” ბოსი , ხოაკინ გუსმანი, ციხიდან ათი მეტრის სიღრმის და 1.5 კილომეტრის სიგრძის, ხელოვნურად გათხრილი გვირაბის საშუალებით მიმდინარე წლის 12 ივლისს გაიქცა. მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ ოსორიო ჩონგმა საფრანგეთში ვიზიტი შეწყვიტა, სადაც ის ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა.