მექსიკაში ამერიკის მოქალაქეს 199 წელი მიუსაჯეს

ბეს3

მექსიკაში ამერიკის მოქალაქეს, პორნოგრაფიული ჟანრის ვიდეორგოლების, უკანონოდ  დამზადება გავრცელების ბრალდების მოტივით, 199 წელი მიუსაჯეს. პარალელურად  ბოროტმოქმედი ჯარიმის სახით 96 000 აშშ დოლარს გადაიხდის. იუწყება  მექსიკური ტელევიზია. NDTV-ი. გამოძიების შედეგების მიხედვით, ამერიკელი მოქალაქე ,პორნოგრაფიული ჟანრის ფოტო ვიდეო მასალას, არასრულწლოვან გოგონების გადაღებით აგროვებდა, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ბოროტებას ის მშობლებთან შეთანხმებით ახორციელებდა. ბოროტმოქმედის ვინაობას გამოძიება ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ის, კოლიმას შტატის, ქალაქ მანსანილოში დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია იმ ბავშვების მშობლებიც, რომლებმაც ბინძურ პროცესში არასრულწლოვანი შვილების მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს.