„მემარჯვენე სექტორმა“ კიევში გეი აღლუმი დაარბია!

lgb

კიევის ცენტრში, ლგბტ აქტივისტებმა „თანასწორობის მარშის“ სახელით გეი აღლუმის ჩატარება სცადეს,რომელიც დაწყებიდან მხოლოდ ნახევარი საათი გაგრძელდა. როგორც სააგენტო «Интерфакс»-ი იუწყება, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა, დაახლოებით 300-მდე აქტივისტმა, ცისარტყელას ფერებით აჭრელებული დროშებითა და საჰაერო ბურთების ფრიალით, 500-მეტრის გავლაც ვერ მოასწრო. მათ მსვლელობას, რადიკალურად განწყობილი ნაციონალისტების ჯგუფი დაესხა თავს – კერძოდ, „მემარჯვენე სექტორის“ წარმომადგენლები. მილიციის მიერ გატარებული მკაცრი ზომების მიუხედავად, რადიკალებმა კორიდორის გარღვევა მოახერხეს და მომიტინგეების მიმართულებით,სხვადასხვა სახის საგნების სროლა დაიწყეს. შეტაკების შედეგად დაშავდა რამდენიმე მილიციელი და გეი აღლუმის მონაწილეები.