მარი ხარფი: „რუსი სამხედროების ზუსტი რაოდენობა ჩვენთვის უცნობია“
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის მარი ხარფის განცხადებით, მათთვის უცნობია ზუსტი ციფრი, თუ რა რაოდენობის რუსი სამხედრო პირი იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე. ,,ძალიან ძნელია ზუსტი ციფრი წარმოვადგინოთ, თუ რა რაოდენობის რუსი სამხედრო პირი იმყოფება ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე. რუსები კარგად არიან შენიღბულნი, რაც სამწუხაროდ მათ წარმატებით გამოსდით, თუმცა მთავარია, ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნულ ინფორმაცის ფლობს და ჩვენ ვცდილობთ სიტუაცია გავაკონტროლოთ“ – აცხადებს ხარფი. რამოდენიმე დღის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტმა, რუსეთის ფედერაცია, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, ანტისარაკეტო სისტემების განთავსებაში დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური განცხადებით, შტატები რუსულ მხარეს ბევრ რამეში ადანაშაულებს, თუმცა ამერიკელებს რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი ჯერჯერობით არ წარმოუდგენიათ. ინფორმაციას სააგენტო РИА «Новости» ავრცელებს.