ლეგენდარული ჯო კოკერი გარდაიცვალა

3

ორშაბათს,  22 დეკემბერს, 71 წლის ასაკში, ფილტვების კიბოს დაავადებით ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი ჯო კოკერი გარდაიცვალა. მომღერალი ამერიკაში, კოლორადის შტატში გარდაიცვალა, სადაც უკვე დიდი ხანია ცხოვრობდა და ფილტვების კიბოს უკანასკნელი წლების მანძიზლე ებრძოდა. მომღერლის გარდაცვალებას მისი პირადი აგენტი ბარი მარშალიც ადასტურებს. მისი თქმით ,,ჯო კოკერი იყო განუმეორებელი, უნიკალური ადამიანი, რომლის გარდაცვალებით წარმოქმნილ სიცარიელეს ვერავინ და ვერაფერი შეავსებს. ადამიანს ,რომელსაც უყვრდა სცენა, იყო უხეში, მაგრამ უკეთილესი გულის პატრონი. თუკი მას ვინმე შეუყვარდებოდა მას არასდროს არ ივიწყებდა“ გარდაცვლილი მუსიკოსის მიმართ, თბილი სიტყვები არ დაიშურა ბატონმა მარშალმა. ჯო კოკერმა საკუთარი სოლო კარიერა 60-იან წლებში დაიწყო, მან მსმენელს თავი, 40-ზე მეტი ცნობილი ალბომის გამოშვებით დაამახსოვრა, განსაკუთრებით პოპულარობით კი ჯო-ს მიერ შექმნილი ბალადები My Father’s Son, Unchain My Heart, You Can Leave Your Hat On, Now That the Magic Has Gone და N`oubliez jamais-ი  გამოირჩევა. 2008 წელს ცნობილმა ჟურნალმა Rolling Stone-მა ჯო კოკერი, მუსიკის ისტორიაში 100 უდიდესი მომღერლის, თუ მუსიკოსის გვერდით დაასახელა.