კისერ მოტეხილი ჯორჯ ბუში უფროსი საავადმყოფოდან გაწერეს

l.php.jpg44

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფორსი, რომელიც გასული კვირის უქმეებზე საკუთარ სახლში წაიქცა და კისრის ხერხემლის მალა მოიტეხა, საავადმყოფოდან გაწერეს,  იუწყება Associated Press-ი. როგორც ყოფილი რეზიდენტის პრეს სამსახური აცხადებს, Maine Medical Center-ში ჯორჯ ბუშმა ოთხი დღე გაატარა. ექიმების მტკიცებით, კისრის ძვლის მოტეხილობის დროს, არ ყოფილა დაზიანებული ხერხემლის მალებთან გამავალი ნერვული სისტემის არცერთი კაპილარი და ყოფილი პრეზიდენტის რეაბილიტაციის პროცესი, მხოლოდ სამ ოთხ თვეს გასტანს. მომხდარი უსიამოვნო ინციდენტიდან, რამოდენიმე საათში, ბუშების ოჯახის წარმომადგენელი ჯიმ მაკგრატი აცხადებდა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, სახლში წაქცევის შედეგად, კისრის არეში გამავალი ხერხემლის მალა მოიტეხა და მას დამხმარე სპეციალური კორსეტის ტარება მოუწევდა.