კვირიკაშვილი და მარგველაშვილი „ლელოსთან“ ერთიანდებიან?
ქართულ პოლიტიკაში ნამდვილი მეორედ მოსვლაა. პოლიტიკაში დაბრუნებას გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილიც აპირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერი „ლელოში“ აპირებენ გაერთიანებას. როგორც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, მათ შორის უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები.
პრემიერობიდან გადაყენების შემდეგ კვირიკაშვილმა რამდენჯერმე სცადა მეორედ მოსვლა პოლიტიკაში, მაგრამ ყველა მისი მცდელობა კრახით დასრულდა. ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილმა გააფრთხილა, თუ პოლიტიკურ საქმიანობას გაბედავდა, პროკურატურა მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს გააქტიურებდა. კვირიკაშვილის შემთხვევაში კი გამოსაძიებელი ძალიან ბევრია.
პროკურატურის თაროზე შემოდებული საქმეების ხათრით, აქამდე კვირიკაშვილის საქმიანობა მხოლოდ ფეისბუქში განცხადებების გამოქვეყნებით შემოიფარგლებოდა. ახლა შესაძლოა ვითარება შეიცვალოს.
რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს ის ბევრად უფრო თავისუფალია. მას განსხვავებული პოზიციების დაფიქსირება არც პრეზიდენტობის დროს უჭირდა.
შორენა მარსაგიშვილი