კახეთში კორონავირუსით კომპანია „ბადაგონის“ დირექტორის მოადგილე გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით კომპანია „ბადაგონის“ დირექტორის მოადგილე გელა სააკაშვილი გარდაიცვალა. 37 წლის მამაკაცი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურიდან იყო. პაციენტი კლინიკაში 10 დეკემბრიდან მკურნალობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანისთანავე მძიმე გახლდათ.
ექიმების თქმით, მას აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მათ შორის, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ანემია და პნევმონია.
მაკა მოსიაშვილი