კახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროს ნელი ხიზანიშვილის თქმით, გარდაცვლილია ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტიდან იყო, იგი თელავის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობ.

„კახეთში კორონავირუსის 7663 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე მკურნალობს, შეადგენს 3126 პირს, მათ შორის, 2934 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 15 მკურნალობს კოვიდსასტუმროში, 177 იმყოფება კოვიდკლინიკაში, 4537 გამოჯანმრთელდა, ხოლო 54 გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 2335 -ს აღწევს, თვითიზოლაციიდან კი 266 მოქალაქე მოიხსნა“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ბოლო რამდენიმე დღეა, რეგიონში ინფიცირებულთა კლების ტენდენციაა. გუშინ კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 35-მდე შემცირდა. 

მაკა მოსიაშვილი