კადიროვმა უკრაინელი დეპუტატების ჩეჩნეთში ჩამოყვანის ბრძანება გასცა
რამზან კადიროვმა რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს და სპეცდანიშნულების რაზმის სამეთაურო შტაბს, უკრაინის რადას დეპუტატების იური ბერიუზუს, ანდრეი ლევუსის და იგორ მოისიჩუკის დაკავების და ჩეჩნეთში ჩამოყვანის ბრძანება გადასცა. შეგახსენებთ, რომ ეს ის დეპუტატებია, რომლებმაც რამოდენიმე დღის წინ, გროზნოში მომხდარი ცნობილი შეიარაღებული დაპირისპირების დროს, ტერორისტებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს. პარალელურად ჩეჩნეთში უკრაინელი დეპუტატების მიმართ, ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. ,,მთელი რიგი ახალი გარემოებების გამო მე გავეცი შესაბამისი ბრძანება, ეს ნაძირლები, ისუ მუნაევის ჩათვლით, ჩეჩნეთში ჩამოიყვანონ და ისინი ადგილობრივ სასამართლოს გადასცენ. აუცილებელია გადამოწმდეს მათი,,როლი“ გროზნოში მომხდარ ინციდენტთად დაკავშირებით. ამ ხროვამ ტერორისტებს, რომლებმაც 14 პოლიციელი მოკლეს, ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს. ეგრეთწოდებულმა დეპუტატებმა კოლეგებს, კავკასიაში ტერორიზმის დახმარებისაკენ მოუწოდეს“ – აცხადებს ჩეჩნეთის მეთაური. 4 დეკემბერს ,,ეროვნული ფრონტის“ წარმომადგენელმა, უკრაინის რადაში იური ბერეზამ და ნაციონალური რადიკალური პარტიის ლიდერმა იგორ მოსიიჩუკმა, გროზნოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების დროს, ტერორიტებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს. პარალელურად ,,დეპუტატებმა“ უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის ტერიტორიაზე სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით, კავკასიაში მომქმედი ბანდფორმირებების საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენება შესთავაზეს.