ისლამისტური სახელმწიფო ქიმიურ იარაღს გამოიყენებს!
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯულია ბიშოპის განცხადებით – ისლამისტური სახელმწიფო, „ხალიფატი” ქიმიურ იარაღზე მუშაობს. საკუთარი მოსაზრება მწვანე კონტინენტის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „The Australian”-ს გაუზიარა. ,,ისინი უკვე იყენებენ ქლორს ერაყის წინააღმდეგ. დასავლეთის ქვეყნებიდან მასიურად გაედინება ქიმიური იარაღის წარმოების სპეციალისტები. ქლორის გამოყენება და მეცნიერების „დავერბოვკება,” ეს მსოფლიო მშვიდობისათვის ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ჩემი ინფორმაციით, მათ მიერ შექმნილი იარაღი პირველად სირიაში და ერაყში იქნება გამოყენებული. ისლამისტური სახელმწიფოს ლიდერები მსოფლიოში დადგენილი წესრიგის შეცვლას ყველანაირი გზით სცდილობენ, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენებით” – განაცხადა ბიშოპმა.