ირანში ჟურნალისტი რუჰოლა ზამი სიკვდილით დასაჯეს
The Guardian-ის ინფორმაციით, ირანმა სიკვდილით დასაჯა ჟურნალისტი რუჰოლა ზამი. მათვე ინფორმაციით, 47 წლის რუჰოლა ზამი დღეს დილით ჩამოახრჩეს.
ცნობისთვის, რუჰოლა ზამი 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს, სიკვდილით დასჯა კი მიმდინარე წლის ივნისში მიუსაჯეს. ჟურნალისტი „გლობალურ კორუფციაში“, ჯაშუშობასა და ირანის მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეს.
გიორგი საკარული