იაცენიუკი: „სამწუხაროდ ნატო უარს აცხადებს იარაღი მოგვაწოდოს“
უკრაინის პრემიერ მინისტრის არსენ იაცენიუკის განცხადებით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების უმრავლესობა, უკრაინისათვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. ,,ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისაგან დამატებით მხარდაჭერას მივიღებდით. გვესმის, რომ ნატო-ს წვერი ქვეყნების უმრავლესობა წინააღმდეგია, უკრაინას თავდაცვითი საშუალების იარაღი მიაწოდოს, თუმცა ბოლო მომენტამდე იმედს არ ვკარგავდით, რადგან ამერიკელების დახმარებით, ჩვენი ჯარი უფრო მტკიცე და ბრძოლის უნარიანი გახდა” – წერს Associated Press-ი. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრემიერ მინისტრმა, ჯო ბაიდენისაგან და ბარაკ ობამასაგან, რუსეთის ფედერაციის წინააღდეგ სანქციების ვადის გაგრძელების პირობა მიიღო.