თურქეთში მოულოდნელად ტბა გაწითლდა

pic_6002586e59a02bd7b8904914cc93a799

თურქეთში სიდიდით მეორე ტბა თუზი, რომელსაც ადგილობრივები ,,მარილიან ტბას“ ეძახიან, მოულოდნელად გაწითლდა. იუწყება ,,CNET“-ი. მეცნიერთა ნაწილი აღიარებს, რომ მოვლენა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბიბლიურ აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებასთან, თუმცა მერე ნაწილი მიიჩნევს, რომ აქ ანომალური არაფერია და ტბა ჩვეულებისამებრ ზაფხულის პერიოდში საგრძნობლად იცვლის ფერს. ნიუ-იორკის შტატის, სტოუნი-ბრუკის უნივესიტეტის წამყვანი მეცნიერი, კრისტოფერ გობლერი, რომელიც ოკეანეებისა და ზღვების სიღრმის ეკოლოგიურ პირობებს სწავლობს, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტბის ფერის ცვლა, მარილის ქანების მოულოდნელმა გააქტიურებამ გამოიწვია და ის ზაფხულის ცხელ პერიოდთანაა დაკავშირებული. თურქული თუზი, ერთადერთი ტბა არაა მსოფლიოში, რომელიც ზაფხულის პრეიოდში მოულოდნელად იცვლის ფერს. მაგალითად, ბოლივიაში ლაგუნა-კოლორადო, წვიმის სეზონის დაწყებისთანავე მოულოდნელად წითლდება. ავსტრალიაში მდებარე ტბა ჰილიერი მთელი წლის მანძილზე ვარდისფერია და ეს ისე მოულოდნელად ხდება ხოლმე, მეცნიერები დღემდე ვერ ახერხებენ ტბის ფერისცვალების გამომწვევი მიზეზების დადგენას.