თბილისის მერია დამატებით 180 რვამეტრიან ავტობუსს შეისყიდის
თბილისის მერია დამატებით 180 რვამეტრიან ავტობუსს შეისყიდის, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თმით, მოქალაქეებს ნებისმიერი ადგილიდან ექნებათ კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა.
“ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათ ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე დაუბრკოლებლად და კომფორტულად შეძლოს გადაადგილება. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება დამატებით ახალი ავტობუსების შეძენა. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, ვაპირებთ 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას”, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ფასთაკვლევა და შემდეგ ტენდერი შესყიდვასთან დაკავშირებით.
გიორგი საკარული