ვლადიმერ პუტინი: ,,უკაცრავად მაგრამ ჩვენ 25 მილიონ ახალ სამუშაო ადგილს ვქმნით“
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ქვეყანა უმუშევრობის თვალსაზრისით მომავალ წელს კარგი მაჩვენებელით ხვდება და წლის ბოლომდე ეს ციფრი მხოლოდ 4% იქნება. ,,ჩვენთან საერთო ჯამში სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება, თუ ჯერ კიდევ ნახევარი წლის უკან ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა 5.5%-ს შეადგენდა, წლის ბოლომდე მაჩვენებელი მხოლოდ4% იქნება. ეს კარგია, მაგრამ უკეთესი არა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩაშვებული პროექტების იძულებითი შეჩერება, რომ არა ეს ციფრი ამჟამად განახევრებული იქნებოდა, მაგრამ ჩვენ რეალისტები ვართ და წარმოქმნილი ხელოვნური ბარიერების მიუხედავად, წინ მივიწევთ. ვერ მოვდუნდნებით, დრო გარბის და თაობები იცვლება.რა ვქნა? მინდა ,,ბოდიში“ მოვუხადო ყველას ვისაც რუსეთის ეკონომიკური წარმატების შეფერხება სურს და ვაუწყო, რომ ჩვენ 25 მილიონ ახალ სამუშაო ადგილს ვქმნით“ აღნიშნული განცხადება პუტინმა დიდი ოცეულის სამიტის მსვლელობის დროს, უმუშევრობის პრობლემის დაძლევისადმი მიძღვნილ სპეციალურ სხდომაზე გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო «Интерфакс»-ი ავრცელებს.