ვინ რა თანამდებობა დაიკავა მეათე მოწვევის პარლამენტში
დღეს ცნობილი გახდა როგორ გადანაწილდა თანამდებობები მეათე მოწვევის პარლამენტში.
პარლამენტის თავმჯდომარედ დამტკიცდა არჩილ თალაკვაძე, მისი პირველი მოადგილე – გიორგი ვოლსკი, მოადგილეები კი, კახა კუჭავა და დავით სერგეენკო გახდნენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ირაკლი კობახიძე აირჩიეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ – უმრავლესობის ყოფილი ლიდერი მამუკა მდინარაძე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კვლავ ანრი ოხანაშვილი იქნება; ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ – მიხეილ სარჯველაძე აირჩიეს; თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი ბერაია; საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი ქადაგიშვილი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ – სოზარ სუბარი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი კოვზანაძე; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ – დავით სონღულაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ნინო წილოსანი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ – მაია ბითაძე;
საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართულებით კი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ ნიკოლოზ სამხარაძე აირჩიეს, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კი – ბექა ოდიშარია იქნება.
სოციალური ბლოკიდან, ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება დიმიტრი ხუნდაძე, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე – თეა წულუკიანი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ ყაველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომას არ ესწრეოდა საპარლამენტო ოპოზიცია, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს არჩევნების გაყალბების გამო და პარლამენტში შესვლას ჯერჯერობით არ აპირებენ.
ნენე ინჯგია