ვალტერ შტაინმაიერი: „მეორე მსოფლიო ომის დაწყების პასუხისმგებლობას გერმანია ვერ გაექცევა“

სკ8

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა, მისი რუსეთის ფედერაციაში ვიზიტი, მეორე მსოლფიო ომში დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი, პატივისმისაგებ აუცილებლობად ახსნა. იუწყება Deutsche Welle. ,,გერმანელები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, რომ ევროპის ტერიტორიაზე ფაშიზმი დაიბადა, ასევე ვერც, მეორე მსოფლიო ომის დაწყებას და უმარავი დაღუპული ადამიანის გამო გავექცევით ამ მეტად სამარცხვინო პასუხისმგებლობას. უბრალოდ ვალდებული ვარ ჩავიდე მოსკოვში და 7 მაისს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შევამკო” – აცხადებს გერმანიის ფედერაციის პირველი დიპლომატი. გავრცელებული ინფორმაციით, შტაინმაიერი ვოლგოგრადსაც (ყოფილი სტალინგრადი) ეწვევა.