ექსკლუზივი: აჭარის უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ირაკლი ჩავლეიშვილი აპირებს შესვლას?

დღეს ბათუმში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა „თავისუფლების კვარტალში“ კარავში შედგა.

რაზე იმსჯელეს შეხვედრაზე? ვინ შედის და ვინ არა აჭარის უმაღლეს საბჭოში?

ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, რომელიც ჩვენს გამოცემას სანდო წყარომ

მიაწოდა, აჭარის უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური პარტიის აჭარის ლიდერი, ირაკლი ჩავლეიშვილი აპირებს შესვლას.

ფაქტთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ პოლიტიკოსთა კომენტარებს გთავაზობთ:

ირაკლი ჩავლეიშვილი _ რესპუბლიკური პარტია (მან უარყო აღნიშნული ინფორმაცია):

,,ამ შემთხვევაში ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისში პოლიტიკური პარტია რესპუბლიკელები. ყველა პილიტიკური პარტია ინდივიდუალურად მსჯელობს აღნიშნულ საკითხზე. იმიტომ იმართება პარტიების ეს ფორმატი და მიმდინარეობს მსჯელობა“.

მურმან დუმბაძე _ „გაერთიანებული ოპოზიცია“:

,,დეტალურად არ ვიცი, მაგრამ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთა (ბიძინას გამოწერილი ოქმებითაც კი) შეხვედრა გაიმართა.

აქ ცოტა სხვა რამ ხდება _ დააკვირდით: რეგიონულად, ისევე როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით (რეგიონში უფრო მეტად!) ოპოზიციამ მიიღო 56%, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა _ 44%.

უხეირო პოლიტიკური სისტემისგან ივანიშვილის „ქართული ოცნება“ წარმოდგენილია 14 კაცით და ოპოზიცია _ 7 კაცით, რაც წარმოშობს მყარ წინააღმდეგობას ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის.

საქართველოს ამომრჩევლის იმ ნაწილმა, რომელიც აჭარას წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების გაგრძელებაზე უარი უთხრა. ანუ მთავრობა უნდა დააკომპლექტოს ოპოზიციამ და აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა უნდა შექმნას ოპოზიციამ.

ეროვნული მასშტაბით რომ განვიხილოთ, „ოცნებამ“ 30 მაჟორიტარული კუდი მოიტოვა და 30-ივე თვითონ გაიყვანა.

მეორე ტურში ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო, რადგან პირველი ტური გაყალბდა. და იმ 30 დეპუტატით ქმნის საპარლამენტო უმრავლესობას, რაც წინააღმდეგობას წარმოშობს ხელისუფლებასა და საქართველოს საზოგადოებას შორის.

11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში პირველი შეკრება შედგება და უახლოეს დღეებში აჭარის უმაღლეს საბჭოშიც იქნება შეხვედრა.

უმაღლეს საბჭოში შვიდი დეპუტატი გავიდა.

თუ ვინმე ამ დეპუტატებიდან ინდივიდუალურად შევა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და საქართველოს მოქალაქე, ამომრჩეველი, რომელმაც ის შეიყვანა, მას საკადრისს მიუზღავს.

ასეთი ადამიანი პოლიტიკურ პერსპექტივებს იკლავს.

თუ ერთიანობა შენარჩუნდება და პროცესები ამ გზით წავა _ გარედან ქუჩის პროტესტი და შიგნიდან არშესვლა, პოლიტიკურად უპრეცედენტო ერთიანობა გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ _ შედეგს მივაღწევთ.

თუ არ შევალთ, „ოცნება“ რჩება მარტო და ამ შემთხვევაში მომავალ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ არჩევნების გაყალბება კატეგორიულად გამოირიცხება.

ვიმეორებ: ჩვენ გაყალბებული არჩევნების ქრონიკას წერტილს დავუსვამთ, თუკი არც პარლამენტში შევალთ და არც _ უმაღლეს საბჭოში.

ჩვენი პარტიიდან ან გაერთიანებული ოპოზიციიდან თუ ვინმე შევა, ის პარტიიდან ან ბლოკიდან გაირიცხება.

ის ბლოკის სახელით ვერ შევა, არამედ შევა „ქართულ ოცნებასთან“.

ლევან ანთაძე _ „გაერთიანებული ოპოზიცია“:

„ის ადამიანები შევხვდთ, ვისაც სიით უწევს შესვლა (მათ შორის, მეც)

და მიმდინარე საკითხები განვიხილეთ. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლეს საბჭოში არ შევდივართ და ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ბრძოლას.

როგორც ვიცი, არც რესპუბლიკური პარტია შედის. ეს პოზიცია აქვთ ცენტრალურ და აჭარის დონეზეც.

თუ ვინმე შევა, მათი გზები უპირობოდ გაიყოფა“.

ხვიჩა მამულაძე