ესტონეთი რუსეთის საზღვართან ხუთ დღიან სამხედრო წვრთნებს იწყებს

gc1

ესტონეთში , ქვეყნის თავდაცვის  უწყება ხუთ დღიან სამხედრო წვრთნებს იწყებს. ოპერაცია კოდური სახელწოდებით ,,ტორნადო“ ამერიკელ ინსტრუქტორებთან ერთად დაიგეგმა და მასში მონაწილეობას ნატოს სამხედო კონტინგეტიც მიიღებს. როგორც სახმელეთო ჯარების პოლკოვნიკი არონ კალმუსი აცხადებს ,,სამხედრო წვრთნაში საერთო ჯამში 2000 პირი მიიღებს მონაწილეობას და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებისათვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“ 2015 წელს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანაში (ბულგარეთი,რუმინეთი,პოლონეთი,ლატვია,ლიტვა,ესტონეთი) სწრაფი რეაგირების სამხედრო ნაწილების ბაზირების ბრძანება გასცა, რომლებიც ნატოს ჯარების დაქვემდებარებაში შევლენ. წლის დასაწყისში ალიანსმა ბალტიის ქვეყნებში სამხედრო სწავლება ,,ატლანტიკური გადაწყვეტილება“ განახორციელა, რომელმაც 6 მარტს ლიტვისა და ამერიკის შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების რაზმების საერთო მომზადებას ჩაუყარა საფუძველი. ესტონეთის პოლიტიკური პირები, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციის მიმართ აგრესიული განწყობით გამოირჩევიან. მაგალითად, სულ რამოდენიმე ხნის წინ, ქვეყნის პრეზიდენტმა ტომას ილვესმა, რუსეთის ფედერაციასთან წარმოებული ,,ვირტუალური“ ომის  რეალურ ასპექტში გადაყვანა მოითხოვა.