ერთპარტიული პარლამენტი დღეს მინისტრობის კანდიდატებს უსმენს

დღეს, 21 დეკემბერს, მე-10 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენს. კერძოდ: გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილს, ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატ ნათია თურნავს, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ივანე მაჭავარიანსა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ ლევან დავითაშვილს უსმენენ. 

იუსტიციის მინისტრის პოსტის გარდა, მთავრობა უცვლელი ფორმით წარდგება პარლამენტის წინაშე. 

საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი ჰყავს. ამის მიზეზია ის, რომ ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და ბოიკოტს უცხადებენ საკანონმდებლო ორგანოს.

ცნობისთვის: ამ დროისთვის ოპოიციის 60 დეპუტატიდან 51-მა უკვე ოფიციალურად თქვა მანდატებზე უარი, მიუხედავად იმისა, რომ განცხადება არ დაუწერიათ და პარლამენტში არ შესულან „გირჩი“, ალეკო ელისაშვილი – „მოქალაქეები“ და „პატრიოტთა ალიანსი“.

ნენე ინჯგია