ერდოღანი ქალისა და მამაკაცისათვის თანასწორი უფლებების მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდა
თურქეთის პრეზიდენტი როჯეპ ტაიპ ერდოღანი ქალისა და მამაკაცისათვის თანასწორი უფლებების მინიჭების წინააღდეგ გამოვიდა. როგორც ,,BBC News”-ი იუწყება, აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ქალაქ სტამბულში, ქალთა უფლებების დაცვისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გააკეთა. ,,ჩვენმა რელიგიამ ქალს მიანიჭა უფლება, რომ ის იყოს დედა, ეს ფემინისტებისათვის ძალიან ძნელად ასახსნელია, ისინი დედობის იდეას უარყოფენ. არანაირად არ შეიძლება ქალი, მამაკაცის უფლებებით წარმოვიდგინოთ, რადგან ეს ბუნების კანონებს ეწინააღდეგება. ჩვენ განსხვავებული ტანის ფორმა, სქესი და ჰორმონები გვაქვს. დედობა ხომ პატივია, ქალს ჩვენს ცხოვრებაში დიდი მისია აკისრია და ამ უფლებების ჩამორთმევას არც ვაპირებთ, უბრალოდ დაუშვებლად მიმაჩნია ქალს მამაკაცის მძიმე მისია დავაკისროთ, ან თუნდაც მამაკაცს ქალის დონის უფლებები მივანიჭოთ, ეს ორთავე სქესს აკნინებს. მამაკაცი ვალდებულია ქალს პატივიცემით მოეკიდოს და დააფასოს, როგორც დედა, როგორც მეუღლე და როგორც შთამომავლობის მშობელს. მოწესრიგებულ ნორმალურ ოჯახში, ქალს თავისი ადგილი აქვს და მამაკაცს თავისი. წარმოიდგინეთ ბუნებაში ერთი სქესის მატარებელბა არსებებმა თანაცხოვრება, რომ გადაწყვიტონ, რამოდენიმე ასეულ წელიწადში პლანეტაზე ცხოვრება გაქრება, ასე რომ ქალი ქალია და მამაკაცი მამაკაცი” – ერდოღანის სიტყვების ციტირებას გამომცემლობა ,,The Guardian”-ი აკეთებს. რამოდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა, მისი მტკიცებით, ქრისტეფორე კოლუმბაბდე სამი საუკუნით ადრე , ამერიკა მუსულმანმა მეზღვაურებმა აღმოაჩინეს და მტკიცებულებად თარიღი 1178 წელის დაასახელა.