ერაყში თარხან ბათირაშვილი (იგივე შიშანი) მოკლეს ?!
ერაყში, ქვეყნის არმიის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამისტური სახელმწიფოს” ერთ-ერთი საველე მეთაური, აბუ იბრაჰიმ ჩეჩენი, ანუ ომარ აშ შიშანი-თარხან ბათირაშვილი მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო Alforat-ი ავრცელებს. ერაყის ხელისუფლება ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, თუმცა ძალოვანი უწყების წარმომადგენელის განცხადებით ,,შიშანთან ერთად რამოდენიმე ბოევიკია ლიკვიდირებული, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციაში წამყვან როლს თამაშობდნენ” შიშანის ლიკვიდაციის შესახებ განცხადება, გასულ წელს, პირველად ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა გააკეთა, თუმცა შემდგომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ზუსტად ერთი თვის წინ, ბათირაშვილი რუსეთის ფედერაციას თავდასხმით დაემუქრა, მამასთან საუბრის დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახლში დაბრუნდებოდა და რუსებს კუთვნილ ადგილს მიუჩენდა. თარხან ბათირაშვილი 1986 წელს, პანკისის ხეობში დაიბადა. ის ქართულ არმიაშიც მსახურობდა, მოგვიანებით საქართველოს პროკურატურამ შიშანი იარაღის უკანონო შენახვა ტარების ბრალდებით გაასამართლა. 2012 წელს მან საქართელოს ტერიტორია დატოვა და თურქეთის გავლით, ისლამისტ რადიკალებს შეუერთდა.