ელტონ ჯონი: „მინდა პუტინთან გეების უფლებებზე პირისპირ ვისაუბრო“
ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი მზადაა გეების უფლებები, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის დროს განიხილოს. ,,მინდა შევხვდე ვლადიმერ პუტინს და რუსეთში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების ცხოვრების აუტანელ პირობებზე პირდაპირ ვესაუბრო. იმის და მიუხედავათ, თუ ვლადიმერ პუტინი ზურგს უკან დამცინებს და აბსოლუტურ სულელად მომიხსენიებს, მე ეს სურვილი მანც გამაჩნია, თუმცა მჯერა, რომ ეს შეხვედრა არ შედგება. მინდა ბიზნემენებს მოვუწოდო, რაც შეიძლება ბევრი გეი დაასაქმონ, რაგდან უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენეს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ბიზნესში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები მრავლად არიან დასაქმებულნი, ეკონომიკური მაჩვენებელი სწრაფად იზრდება. ეს ალბათ მათი ნიჭის და უსაზღვრო შესაძლებლობების სწორად რეალიზების შედეგია” – ,,სერ” ელტონ ჯონის სიტყვების ციტირებას ტელეკანალი ,,BBC” აკეთებს.