ევროკავშირი უკრაინისგან დონბასისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ელოდება

4

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ უკრაინა ქვეყნის აღოსავლეთ რეგიონს (დონბასს) განსაკუთრებულ ავტონომიას მინაიჭებს. ავსტრიულ გაზეთ ,,Kurier”-ს ინტერვიუს დროს  განუცხადა ევროკავშირის საგარეოს საკითხების უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკ მოგერინმა. ჟუნალისტის კითხვაზე თუ რას ელოდება ბრიუსელი კიევისაგან, მოგერინმა უპასუხა: ,,აღმოსავლეთ უკრაინიდან უამრავი ლტოლვილია იძულებით გადააგდილებული. რეგიონისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ქვეყანაში კორუფცია მეფობს და მას აღმოფხვრა უნდა, აუცილებელია ეკონომიკა ფეხზე დადგეს. უკრაინა პასუხისმგებლობას იღებს ადამიანთა უფლებების დაცვის მიზნით მოქნილი პოლიტიკა გაატაროს, პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა რუსეთ, უკრაინა ევროკავშირის ინტენსიური დიალოგი, რომელიც ადრეც უნდა დაწყებულიყო. რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკური გადატვირთვა ერთ ერთი ძირითადი ამოცანაა, მოსკოვმა ნატო, როგორც მტერი ისე არ უნდა განიხილოს და ნატომ თავის მხრივ რუსეთს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს ისე უნდა მიუდგეს. ცივი ომის დროში დაბრუნების უფლება არავის არააქვს, ეს მსოფლიო მშვიდობისათვის ზიანის მომტანი იქნება და არავინ იცის თუ როგორ განვითარებდა პროცესები. მე როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უკრაინისაგან, დონბასის რეგიონის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ველოდები” – აცხადებს ფედერიკ მოგერინი.