დღეს კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა

14 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 893 გახდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 837 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 პაციენტი გარდაიცვალა.

გიორგი საკარული