დონეცკში ბოინგ777 კატასტროფის ადგილზე ჰოლანდიელი ექსპერტები ჩავიდნენ

KMO_088197_184254_1_t219_211402

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, დონეცკთან ახლოს, მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ავიალაინერის ტრაგიკული კატასტროფის ადგილზე, ჰოლანდიის უშიშროების საბჭოს ექსპერტები ჩავიდნენ, რომელბიც ჩამოგდებული თვითმფრინავის ნარჩენებს შეისწავლიან. ინფორმაციას ადგილობრივ კორესპონდეტზე დაყრდნობით სააგენტო РИА «Новости» ავრცელებს. ჰოლადნიელ სპეციელისტებთან ერთად კატასტროფის ადგილზე, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამაშველო სამსახური იმუშავებს. მხარეებმა თვითმფრინავის ნარჩენების გამოსატანად მიღებულ შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს. ,,ავიალაინერის ნარჩენებს ჯერ ხარკოვში გადავიტანთ და შემდეგ კი ჰოლნდიაში. სამყარო სიმართლის დადგენის მოლოდინშია“ – აცხადებს ერთ-ერთი ჰოლანდიელი ექსპერტი. მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, 2014 წლის 17 ივლის უკრაინის დონეცკის თავზე ტრაგიკულად ჩამოაგდეს. კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 298 მგზავრი დაიღუპა.