დონეცკის მოსახლეობამ, ეუთოს მისიის ავტომობილები შეღებეს
უკრაინაში, ეუთოს მისიის თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანრდე ჰუგის განცხადებით, დონეცკის მოსახლეობამ, საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს, მისიის კუთვნილი ავტომობილები სხვადასხვა ფერის საღებავებით გადაღებეს. იუწყება «Интерфакс-Украина». ,,რამოდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც აჟიტირებულმა ხალხმა საღებავები ჩვენი მისიის დაქვემდებარებაში მყოფი ავტომობილების მინებს გადაასხეს. აღნიშნული ვანდალური ქმედება, ხელს უშლის რეგიონში ეუთოს მისიის მუშაობას. მე მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, მომხდარი ფაქტი დროულად გამოიძიონ და დამნაშავეები კანონის სრული დაცვით დაისაჯონ“ – საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა ჰუგმა ,კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე. 23 ივლისს დონეცკის მოსახლეობამ, ქალაქში მდებარე სასტუმრო Park Inn-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ეუთოს მისიის წარმოამდგენლები ცხოვრობენ, საპროტესტო აქცია გამართა. საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს, მიტინგის მონაწილეებმა, ეუთოს მისიის წარმომადგენლებს სიმართლის თქმისაკენ მოუწოდეს. მოსახლეობის მტკიცებით, მისიის მიერ გაკეთებული დასკვნები არ ასახავს რეგიონში მიმდინარე პროცესებს და მათი დონეცკში მუშაობა მხოლოდ უბრალო ფორმალობაა. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა და ქალაქის მერმა, ეგორ მარტინოვმა, ეუთოს მისიის წარმომადგენლებს ხალხის მოთხოვნა გადასცა.