დონბასში „იჩქერიის“ გენერალი ისა მუნაევი მოკლეს

54cf9a091c1df_GR5A2527

დონბასში ბრძოლის დროს ,,იჩქერიის ბატალიონის“ გენერალი ისა მუნაევი მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, კიევის ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი ბატალიონი  ,,დონბასი“-ს მეთაურმა სემიონ სემცენკომ გაავრცელა. მუსაევის გარდაცვალებას თავად გარდაცვლილის ქვრივი ამინა ოკუევაც ადასტურებს, აღნიშნავს უმაღლესი რადას დეპუტატი ბორის ფილატოვი. მისი თქმით ,,მუნაევი, ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონთან ერთად დებალცევოს მისადგომებთან იბრძოდა. თუმცა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული“ – აცხადებს ფილატოვი. ისა მუნაევი ცნობილია, როგორც საველე მეთაური, რომელიც ჩეჩნეთის ორივე ომში ბრძოლობდა. უკანასკნელი ომის მსვლელობის დროს მუნაევი გროზნოს თავდაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში, გროზნოში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, მუნაევს სიცოცხლის ლიკვიდაციით ღიად დაემუქრა, მან პირობა დადო, რომ დონეცკში მის მოსაკლავად მოხალისეთა ჯგუფს გაგზავნიდა. გასული წლის ოქტომბერში დონბასში ჩასულმა მუნაევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში  რუსეთის აგრესიისაგან უკრაინის ინტერესების დასაცავად ჩავიდა. მოკლული გენერალი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს პირად მტრად ხშირად მოიხსენიებდა. იჩქერიის არაღიარებული სახელმწიფო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩეჩნეთინგუშეთის ტერიტორიაზე წარმოიქმნა და 2000 წელს ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა.