დიმიტრი იაროში ძალოვნებს: „ნუ დაემორჩილებით ხელისუფლების ბრძანებებს“!

ia1

როგორც სააგენტო ТАСС-ი იუწყება, უკრაინის ნაციონალისტურ-რადიკალური ორგანიზაციის ,,მემარჯვენე სექტორის“ ლიდერი დიმიტრი იაროში, ძალოვანი უწყების თანამშრომლებს მოუწოდებს ხელისუფლების ბრძანებები არ შეასრულონ. ,,მაშინ როდესაც ჩვენ დონბასში ქვეყნის მთლიანობისათვის ვიბრძვით და ამ უსამართლო ბრძოლაში მეგობრებს ვკარგავთ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მილიარდიან დოვლათს ქმნიან და საბანკო ანგარიშებს ამსხვილებენ. ხელისუფლებას არ სურს კონფლიქტი მალე დასრულდეს და აღმოსავლეთ რეგიონში მშვიდობამ დაისადგუროს. მივმართავ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, ჩვენო ძმებო და სისხლით ერთო მეგობრებო, ნუ დაემორჩილებით არაკაცების მიერ გაცემულ ბრძანებებს, რადგან ხელისუფლების მიერ გაცემული ყველა ბრძანება დანაშაულებრივი და უკანონოა“ – აცხადებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დიმიტრი იაროში.