დაღესტანში დოკუ უმაროვის მემკვიდრე მოკლეს

gc2

როგორც სააგენტო РИА Новости იუწყება, 19 აპრილს, გვიან ღამით, რუსეთის ფედერაციის შინაგანი უწყების მებრძოლებმა, დაღესტანში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, რამოდენიმე ტერორისტის ლიკვიდაცია შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია სოფელ გერეი-ავლაკთან, გამთენიისას დაიწყო. სახლში, რომლის ბლოკირებაც ტერორისტებმა შეძლეს, ორი ქალბატონი და არასრულწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ. სამართალდამცავებთან წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, ბოროტმოქმედებმა არასრულწლოვანი ბავშვები გაათავისუფლეს, თუმცა ქალბატონების გაშვებაზე უარი განაცხადეს და ძალოვანი უწყების წარმომადგენლების  მიმართულებით უმისამართო ცეცხლი გახსნეს. სპეცოპერაცია გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, სამართალდამცავი ორგანოს პრესსამსახურის განცხადებით, საცხოვრებელ სახლში, რამოდენიმე ცნობილი, საერთაშორისო, ძებნაზე მყოფი ტერორისტი იმყოფებოდა. შედეგად ძალოვნებმა, სამი ბოევიკის ლიკვიდაცია მოახერხეს, რომელთა შორისაც ტერორისტული დაჯგუფების «Имарат Кавказ-ის ერთ-ერთი უპირობო ლიდერი, დოკუ უმაროვის ,,მემკვირდე“ ალიასხაბ კებეკოვიც აღმოჩნდა.აღსანიშნავია, რომ კებეკოვი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ,,ალ ქაიდასთან“ კავშირის გამო, საშიშ დამნაშავეთა სიაში შეიყვანა.