დაპირისპირება ჩოხატაურში დღესაც გრძელდება
გუშინ, 13 იანვარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში, მუსლიმი თემი და ქრისტიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ქვების სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათგან ორი საავადმყოფოში მოხვდა – ორივე მუსლიმი. კონფლიქტის მონაწილე ერთი პირი შს სამინისტრომ წუხელ დააკავა.
დღეს სოფელ ჩოხატაურში აჭარიდან ფირუზ წულუკიძე და რამდენიმე მუსლიმი ადამიანი ადგილზე სოლიდარობის ნიშნით ჩავიდნენ.
„ქრონიკა+“-ს შსს-მ განუცხადა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა თანასოფლელებს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.
ხვიჩა მამულაძე