დავით გაბაიძე: „ოპოზიციის გადაწყვეტილება შეცდომაა და ისინი პასუხს აგებენ!“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების განცხადება მანდატების გაუქმებაზე, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაკმაყოფილდება“, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ განაცხადა და დასძინა:
„აჭარის უმაღლესი საბჭო არ არის ერთპარტიული, ვინაიდან ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაგრძო საქმიანობა. ზოგადად კი უმაღლესი საბჭო მაშინ იქნებოდა ერთპარტიული, თუკი ამომრჩეველი მხოლოდ ერთ პარტიას გამოუცხადებდა ნდობას. ხალხის მიერ ნდობაგამოცხადებულია ორი პარტია. იმუშავებენ თუ არა ისინი, ეს მათი ნებაა. ვფიქრობ, ოპოზიციის გადაწყვეტილება არის შეცდომა და, ადრე თუ გვიან, ისინი ამ შეცდომაზე აგებენ პასუხს. ჩვენ არავის ვაიძულებთ და ვერ ვაიძულებთ იმუშაონ უმაღლესს საბჭოში“, – აცხადებს დავით გაბაიძე.
ხვიჩა მამულაძე