გოცირიძე ვაშაძეზე – ”გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი”

“გრიგოლ ვაშაძე რთულ პერიოდში მოვიდა ნაციონალურ მოძრაობაში. შემოიტანა ის, რის დეფიციტსაც მაშინ პარტია განიცდიდა. მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა პარტიას შემატა საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენებ ბრწყინვალე შედეგში დიდი იყო გრიგოლ ვაშაძის პირადი წვლილი”, – ასე გამოეხმაურა რომან გოცირიძე , „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლას.

გოცირიძის თქმით, ვაშაძის პარტიიდან წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო.

„ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი. არც ყოფილა ეს მისი მიზანი. კიდევ სამი წელი დადო ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის საქმეში. 

პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა. შეიძლება ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს – ფორმა. არ არის ადვილი, მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მითუმეტეს, პოლიტიკაში.

მადლობა ბატონ გრიგოლს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის…”, – წერს გოცირიძე „ფეისბუქ“ გვერდზე.

ნენე ინჯგია