გიორგი ცობეხია: „თამარ ჟვანია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი პირი იყო!“

სამართლიანმა არჩევნებმაისედაც ჩიხში შესული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო დაამძიმა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 11 დეკემბერს, ანუ ზუსტად იმ დღეს, როცა მეათე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა დაქოცებმაპარლამენტის თავმჯდომარე თუ კომიტეტების ხელმძღვანელები სულ ტაშის გრიალით, ე. ი., საბჭოთა სტილში აირჩიეს, ზემოხსენებულმა ენჯეომ, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნების ხმების პარალელური დათვლა აწარმოა, საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაზუსტებული ინფორმაციით, „ქართული ოცნებადემოკრატიულ საქართველოსხმების 47.6% აქვს:

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PV) პირველადი, შიდა აუდიტი განახორციელა. შიდა აუდიტი PVის სტანდარტული პროცედურაა და ოთხ ეტაპს მოიცავს: 1. დამკვირვებლების მიერ გამოგზავნილი მონაცემების აუდიტი; 2. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შესწორების ოქმების გადამოწმება; 3. ცდომილების ხარისხის გამოთვლის სისწორის აუდიტი; 4. არჩევნების დღის პროცესთან დაკავშირებული მონაცემების გადამოწმება.

შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PV-ის მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილია ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არც ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

***

„სამართლიანი არჩევნების“ ამ განცხადებას ოპოზიციის სამართლიანი გაბრაზება მოჰყვა, „ოცნებამ“ კი სიამაყით განაცხადა, აი, ეს ენჯეო“ ხომ ოპოზიციურია, მაგრამ ხომ ხედავთ, ისიც კი ამბობს, არჩევნები არ გაყალბებულაო.

პარალელურად, კულუარებში გავრცელდა ხმა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც ხმები პარალელურად დათვალა, შანტაჟის მსხვერპლი გახდა.

ისე, ნიშანდობლივია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი, თავის დროზე, ანუ სანამ ცეკოს სეფექალი გახდებოდა, თამარ ჟვანია იყო. სხვადასხვა წყაროს ცნობით, დღემდე ამ ორგანიზაციაში მუშაობს ჟვანიას ქმარი.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში იმის შესახებაც წერენ, რომ „სამართლიანი არჩევნების“ სხვადასხვა რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელთა ოჯახის წევრები, მაგალითად, ქმარი, მაზლი და ა. შ., საბიუჯეტო ორგანიზაციებში არიან დასაქმებულნი. თუ ასეა, მაშინ მარტივი გასაგებ-ასახსნელია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ „პლასტინკა“ რატომაც „გადაატრიალა“.

ეს კი არადა, ცალკეული ოპოზიციონერები პირად საუბარში იმასაც ამბობენ, რომ ამ ენჯეოს პოზიციის შეცვლა ოპოზიციას არ უნდა გაჰკვირვებოდა. აი, მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პარტია „კანონი და სამართლის“ ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი გიორგი ცობეხია სოციალურ ქსელში წერს:

სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დადებულ დასკვნაზე რომ დაპანიკდა სრულიად ოპოზიცია, აი, იმ ოპოზიციას მინდა, მივმართო და თავის შეცდომებზე მივუთითო. კერძოდ, ხომ არ გავიწყდებათ, რომ თამარ ჟვანია „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი პირია?

ისიც ხომ არ გავიწყდებათ, რომ ნინო ლომჯარია, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი ელაქუცებოდით და რომელიც,რეალურად, ჟვანიას წარმდგენი პირია, დიდ უფლებადამცველად რომ მონათლეთ და ცივ ნიავს არ აკარებდით, სახელმწიფო აუდიტში ხელმძღვანელ თანამდებობაზექოცებისმხრიდან რომ იყო წარდგენილი?! მანამდე ისიცსამართლიანი არჩევნებისხელმძღვანელი პირი ხომ არ იყო?!

სამართლიანი არჩევნებისშიდა სამზარეულოს რომ გადახედოთ, დარწმუნებული ვარ, ჟვანიასა და ლომჯარიას კადრები იქნებიან დღესაც ხელმძღვანელ თანამდებობებზე და მათი გავლენისა და საფარველის ქვეშ მოქმედებენ კიდეც!

ჰოდა, ახლა ბევრი რომ წკმუტუნებთ დაისფედისდასკვნაზე არ იცით, რა კომენტარი გააკეთოთ, ეს თქვენი არასწორი პრიორიტეტების ბრალია. ამიტომ სპექტრი უნდა  გაახალგაზრდავდეს, რომ ლაქუცის გამო ახლა ოპოზიციას ენის ბორძიკით არ უწევდეს საუბარი!

ჟვანიამ მწყობრად იმოქმედა: ოპოზიცია, ერთი მხრივ, არგუმენტგამოცლილად დატოვა, ვინაიდან თავისი გავლენის გამოყენებით, ყოფილ გუნდს მისი გადარჩენა მოსთხოვა, „ისფედიცცესკოს სწავლების ცენტრიდან ბევრ გრანტს მიიღებს

სულ ესაა და ამიტომ ყველას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ ხოლმე!

ახალ სახეებს, სუფთა ხალხს უნდა გაუხსნათ ჩაკეტილი სატელევიზიო სივრცე, რომ საზოგადოებას სიმართლე გავაგებინოთ!“

ასეა თუ ისე, ფაქტია სახეზეა – „სამართლიანმა არჩევნებმა“ „ოცნების“ პოზიციები გაამაყარა. შესაბამისად, „ქრონიკა+“ დაინტერესდა, ამ არასამთავრობოს ზემოხსენებული ახალი განცხადება პოლიტიკურად რას შეცვლის?

ახალგაზრდა პოლიტიკოს გიორგი ცობეხიას განმარტებით, პოლიტიკურ ცვლილებებს არ უნდა  ველოდოთ.

გიორგი ცობეხია:

– პოლიტიკურად ბევრს ვერაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ „ოცნებას“ საკუთარი ინსინუაციების განხორციელების შესაძლებლობა მიეცა.

თუ ასეა, აბა, ამ განცხადებას ასეთი აჟიოტაჟი რატომ მოჰყვა?

– განსაკუთრებული გაურკვევლობა (pvთ) სისტემის არასათანადო ინფორმირებამ გამოიწვია.

რა გულისხმობ, გიორგი?

– საერთოდ, პარალერული დათვლა რეალურად გასწორებული ოქმების შედეგებს ასახავს, ამიტომ გაყალბების ინდიკატორად ვერ გამოდგება. ამასთან, ეს მონაცემი დღის განმავლობაში ხმის მიცემის საკითხებს შეისწავლის. გაყალბება კი (დაშინება, მოსყიდვა, კარუსელი თუ ადმინისტრაციული რესურსი) მხოლოდ ხმის მიცემის დროს არ ხდება. ასეთ გაყალბებას პარალელური დათვლა ვერ აფიქსირებს.

გიორგი, შენი აზრით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ პირველადი დასკვნა რადიკალურად იმიტომ შეცვალა, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა თუ მოსყიდვა იყო?

– უფრო გავლენის გამოყენება მგონია.

ანუ?

– თამარ ჟვანია ამ ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელია. მისი მეგობარი კოლეგები კი დღესაც ხელმძღვანელ თანამდებობებზე არიან.

ისე, კობახიძის განცხადებას „ისფედის“ მიერ დასკვნის გამოქვეყნება საეჭვოდ მიება და კობახიძის პოზიცია, პრაქტიკულად, გაამყარა. საერთოდ, pvთ-ს მიზანი სწრაფი შეფასებაა და არა 40-45 დღის მერე დადებული დასკვნა. ამიტომ ეჭვს ესეც იწვევს…

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, კიდევ რომელი არასამთავრობო შეიძლება მოექცეს გავლენის ქვეშ?

– ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ „ოცნებას“ უნდა, არასამთავრობო სექტორი, მით უფრო, „ისფედსა“ და ოპოზიციურ სპექტრზე თავდასხმის შემდეგ, თავის დასაყრდენად აქციოს. აქვე, ობიექტურობისთვის დავამატებ, რომ „ისფედი“ სხვა უმძიმეს დარღვევებზე ხმამაღლა საუბრობს… ისე, მართალია, მთელი 8 წელი პირიქით ხდებოდა, მაგრამ ახლა „ოცნება“ ცდილობს, ენჯეო სექტორის დამცველად წარმოაჩინოს თავი…

არც ისაა დასამალი, რომ ამ სექტორში „ოცნებას“ ხშირად თავისი ფავორიტებიც ჰყავდა,  იმ არასამთავრობო ორგანიზაციებშიც კი, რომლებიც მეტ-ნაკლებად მიუკერძოებელი რეპუტაციით სარგებლობენ. 

გიორგი აბაშიძე