ბუკნარში შეთანხმება შედგა
ბუკნარში ამ დროისთვის შეხვედრა დასრულებულია.
როგორც საქართველოს მუსლიმთა მუფთმა ადა შანთაძემ განაცხადა,
მხარეებს შორის შეათანხმება შედგა და ყველა კონფლიქტი ამოწურულია.
„ჩვენ მართლაც ისტორიული შეხვედრის მომსწრე გავხდით. როგორც ველოდებოდით, სოფლის წარმომადგენლებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება სიმბოლო და დასაბამი ჩვენს ქვეყანაში მარადიულად მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემისა.
ჩვენ ძალიან დიდი კულტურის ქვეყანა ვართ და როგორც ისტორიულად მრავალფეროვნებით ვცხოვრობდით ჩვენს სამშობლოში, ასევე უნდა გაგრძელდეს და განმტკიცდეს ჩვენი მშვიდობიანი ურთიერთობა.
ვულოცავ ყველას და პირველ რიგში ვულოცავ ამ სოფელს“, – განაცხადა საქართველოს მუფთმა ადა შანთაძემ.
ხვიჩა მამულაძე