ბრიტანეთი ამერიკულ ბირთვულ რაკეტებს განათავსებს

ბრიტანეტი

ბრიტანეთი საკუთარ ტერიტორიაზე, ამერიკული ბირთვული არსენალის განთავსების საკითხს განიხილავს. წერს გაზეთი „The Daily Mail“-ი. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი აცხადებს – „ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც ერთად მივიღებთ. აუცილებელია, რუსეთის ფედერაციას მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, რომელიც მოსკოვს წითელი ხაზის გადაკვეთას გადააფიქრებინებს. ევროპის მომავალი გარკვეულია და მას მხოლოდ დაცვა სჭირდება. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დგას და მხოლოდ საერთო გადაწყვეტილებით მივალთ საბოლოო შედეგამდე“ – აცხადებს ფილიპ ჰამონდი.