ბრიტანეთის პრინც უილიამსს ქალიშვილი შეეძინა

წე34

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც უილიამსს და მის მეუღლეს, კემბრიჯის ჰერცოგინიას კეიტ მიდლტონს ქალიშვილი შეეძინათ. ინფორმაცია წყვილის საცხოვრებელი რეზინდეციის, კენსიგსტონის სასახლის სოციალური ქსელის (Twitter) გვერდზე დაიდო. ახალშობილი, რომელიც დილით 2 მაისს, ლონდონში, წმინდა მარიას სახელობის სამშობიარო სახლში დაიბადა 3,7 კილოგრამს იწონის. როგორც სასახლეში აცხადებენ, ბავშვის მამა მეუღლის მშობიარობას დაესწრო. ახლად დაბადებული გოგონა, სამეფო წყვილის მეორე შვილია. მათი პირველი ვაჟი ჯორჯი, ქვეყნიერებას 2013 წელს მოევლინა. პატარა გოგონა კემბრიჯის პრინცესის ტიტულს ატარებს და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის რიგში, ბაბუის, მამისა და ძმის შემდეგ, მეოთხე საპატიო ადგილს დაიკავებს.