ბლატერი: „რუსეთის ფედერაცია ყველაზე გრანდიოზულ ჩემპიონატს ჩაატარებს“
მსოფლიოს ფეხბურთის ასოციაციის (FIFA) პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია 2018 წელს, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ერთ ერთ დაუვიწყარ მსოფლიოს ჩემპიონატს ჩაატარებს. ,,ჩემთვის დიდი პატივია აქ დგომა და სიტყვით გამოსვლა. მინდა გამოვხატო დიდი პატივისცემა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ და უდიდესი მადლობა გადავუხადო რუსეთის ფედერაციის სპორტის მინისტრს ვიტალი მუტკოს გაწეული სამუშაოაბისათვის. მივესალმები იმ ქალაქების მერებსა და რეგიონების გუბრნატორებს, სადაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები უნდა გაიმართოს. ეჭვიც არ მეპარება, რუსეთის ფედერაცია, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ ერთ, წარმატებულ და დაუვიწყარ ჩემპიონატს ჩაატარებს. ეს იქნება ყველაზე გრანდიოზული სანახაობა, რომელიც ოდესმე უნახავს მსოფლიოს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატით, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას, უსაზღვრო მშვიდობა უნდა ვაჩუქოთ“ – აღნიშნული განცხადება იოზეფ ბლატერმა, სანკტ პეტერბურგში სტუმრობის დროს საზეიმო ბანკეტზე გააკეთა, ინფორმაციას სააგენტო ТАСС-ი ავრცელებს.