ბელგიამ უკრაინის ევროპასთან ასოცირების რატიპიცირებას მხარი დაუჭირა

parl6

ბელგიის ფედერალურმა პარლამენტმა, უკრაინის ევროპასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. იუწყება «Укринформ»-ი. გავრცელებული ინფორმაციით, კენჭისყრა, ქვეყნის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შედგა. ,,102 დეპუტატი, 17-ის წინააღდეგ. ეს კარგი ამბავია. უკრაინამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპული ოჯახის მიმართულებით. ჩვენი ქვეყნების ხალხის  თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ეს აუცილებელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის მოვლენაა“ – აცხადებს ბელგიელი დეპუტატი ჟორჟ დალმანი. აღსანიშნავია, რომ ბელგიის ფედერალურმა პარლამენტმა, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება საქართველოსთან და მოლდავეთთან მიმართებაშიც გააკეთა.