ბებიის თხოვნის მიუხედავად, ობამა მშობლიურ სოფელს არ ესტუმრება

სა

ბებიის თხოვნის მიუხედავად ,ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, კენიაში ვიზიტის დროს მშობლიურ სოფელ კოგელოს არ ესტუმრება. აღნიშნული განცხადება ამერიკის ელჩმა რობერტ გოდეჩმა გააკეთა. ,,მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სამწუხაროდ ბარაკ ობამა კოგელოს ვერ ესტურმება“ – განაცხადა დიპლომატმა. როგორც The Capital News-ი გვამცნობს, სარა ობამა შვილიშვილის გადაწყვეტილებას შეეგუა ,,ის ჩემი შვილიშვილია, თუმცა ჩემი სტუმარი არაა, ბარაკი ხომ ქვეყნის პრეზიდენტთან, უხურუ კენიატისთან მოდის სტუმრად. მიუხედავად იმისა, რომ კოგელოში ვერ ჩამოვა, ის ხომ საკუთარ სახლში ბრუნდება და მე ამითი ბედნიერი ვარ. მინდოდა რომ მოსულიყო ჩემთან და გემრიელად დამენაყრებინა“ – განაცხადა ქალბატონმა სარამ. ობამა კენიას ოფიციალური ვიზიტით 24 ივლისს, მეწარმეების გლობალური სამიტის მსვლელობის დროს ესტუმრება, სადაც ის სიტყვით გამოვა. აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამა მშობლიურ სოფელ კოგელოს, უკანასკნელად 2006 წელს ეწვია.