ბალტიმორში აფროამერიკელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელები გირაოთი გაათავისუფლეს

ბი4

ბალტიმორში, აფროამერიკელი ფრედი გრეის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებული ექვსი პოლიციელი, სასამართლომ იმ დღესვე გირაოს სახით (350 000 აშშ დოლარი) გაათავისუფლა. იუწყება Associated Press-ი. გახმაურებული მკვლელობის ფიგურანტებად ექვსი პოლიციელი, ოფიცერი სასარ გუდსონ- უმცროსი, ოფიცერი უილიამ პორტერი, სერჯანტი ალისია უაიტი, ლეიტენანტი ბრაიან რაისი, ოფიცერი გარერ მილერი და ასევე ოფიცერი ედვარდ ნერო ითვლებიან. მერილენდის  შტატის პროკურორის, მერილინ მოსბის განცხადებით ,,გრეის დაპატრიმრება მოხდა უკანონოდ და ის მკვლელობით კვალიფიცირდება. პოლიცილებს შეეძლოთ მისთვის სამედიცინო დახმარება გაეწიათ, რასაც გარდაცვლილი გრეი ორჯერ ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ”. ბალტიმორის პოლიციის პროფკავშიორების ოფიცილურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფროამერიკელი ფრედი გრეის მკვლელობაში, პოლიციელებს ბრალი არ მიუძღვით.