ბალტიისპირელ ომის ვეტერანებს რუსეთი სიცოცხლის ბოლომდე პენსიებს დაურიგებს

g1

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ, ლიტვაში, ლატვიაში და ესტონეთში მცხოვრები დიდი სამამულო ომის ვეტერანთათვის, სიცოცხლის ბოლომდე მატერიალური დახმარების ბრძანება გასცა. ხელისუფლება აღნიშნულ თანხას ქვეყნის საპენსიო ფონდში გადარიცხავს და ის ვეტერანებს ყოველი თვის ბოლოს პენსიის სახით გადაეცემათ. ბალტიისპირელი ვეტერანები პენსიას, საკრედიტო ორგანიზაციების მეშვეობით მიიღებენ. კანონის მიღების დღიდან რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, მათ თანხა უცხოური ვალუტის კურსით (რუბლთან მიმართებაში) საკუთარი ქვეყნების ტერიტორიაზე, პირად ანგარიშზე დარიცხვით დაურიგდებათ. ,,დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სოციალური დახმარების მიზნით , რომლებიც ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის ტერიტორიებზე ცხოვრობენ, შემუშავდა სპეციალური კანონპორექტი, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაცია ვალდებულებას იღებს, მათ სიცოცხლის ბოლომდე პენსიის სახით მატერიალური დახმარება გაუწიოს“ – ნათქვამია ახალ ბრძანებაში. აღსანიშნავია, რომ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საკუთარ ტერიტორიაზე მცხოვრები დიდი სამამულო ომის ვეტერანები ,,სამშობლოს დამცველებად“ მოხსენიების ნაცვლად ოკუოპანტებად არიან მიჩნეული.