ბათუმში COVID-19-ის 88 შემთხვევა დადასტურდა
აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გამოჯანმრთელდა 126 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 32 726 პაციენტია.
აჭარის რეგიონში მდებარე კლინიკებში კრიტიკულია (მართვით სუნთქვაზე) 8 პაციენტი.
დადასტურებული აქტიური შემთხვევებიდან კლინიკაში მკურნალობს 360 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 266, ხოლო ბინაზე – 689.
ხვიჩა მამულაძე