ბათუმში „გაერთიანებული ოპოზიცია“ აქციას მართავს
ბათუმში მთავრობის სახლის წინ, „თავისუფლების კვარტალში“, ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
„უკვე 70-ე დღეა, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს უწყვეტი საპროტესტო აქციები. ამდენი დღის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი და რიჟვაძე ამბობენ, რომ აქციის მონაწილეები დაიღლებიან და მალე დაიშლებიან, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. „თავისუფლების კვარტალი“ იქნება მუნიციპალიტეტებში.
ვფიქრობ, პროტესტს გადამწყვეტი როლი აქვს. არ ვიცი, რამდენი ხანი დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ვიდგებით ბოლომდე, ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ – აცხადებს გიორგი კირთაძე.
ხვიჩა მამულაძე